ამ წესების დასწავლა
არ იქნება გვიანი,
საჭიროა სტუმართან
ქცევა თავაზიანი!
კარგი ბავშვი მუდამ ცდილობს
ასახელოს ოჯახი,
გაკვეთილზე არასოდეს
იგვიანებს ყოჩაღი!
გაკვეთილზე მსჯელობისას
ვინ ყიყინებს ბატივით?
სხვის აზრს უნდა მოვეკიდოთ
გაგებით და პატივით!
კარგი ბავშვი მეგობართან
კამათს არჩევს დათმობას,
ჯადოსნურ სიტყვებს იყენებს:
, ,გთხოვ" ,,ბოდიში" ,,მადლობა"
სხვის ქონებას როგორც ჩვენსას
გავურთხილდეთ,
სულ არ არის ძნელი ამის გაგება,
ქურდობაა, კარგად დავიმახსოვროთ.
უნებართვოდ სხვისი ნივთის აღება!
Комментариев нет:
Отправить комментарий