среда, 13 октября 2010 г.

,,კიდევაც დაიზრდებიან''

პროექტის სახელი: ,,კიდევაც დაიზრდებიან''


პროექტის მოკლე აღწერა: აფხაზეთის ომში დაღუპული თანასოფლელის კახა
კვანტრიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა।
( კახას სახელს ატარებს ალავერდის საჯარო სკოლა)

დაიზრდებიან'', კლასს გავყობ ორ ჯგუფად, პირველ ჯგუფს დავავალებ მივიდეს კახას ოჯახში და მის დედას გამოჰკითხოს კახას შესახებ: როგორი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა, რა უყვარდა, რა ახარებდა, რაზე ოცნებობდა და ა।შ। წამოიღოს კახას პირადი ნივთები, სურათები და ა. შ। რასაც ოჯახი მისცემს। და მოიტანოს კლასში। ჯგუფის ხელმძღვანელობას დავავალებ თამუნას, კახას მეზობელს।
მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიოს ლექსები, სიმღერები, გამონათქვამები, ანდაზები და ა। შ। სამშობლოზე, გმირობასა და ვაჟკაცობაზე। დავგეგმავთ ექსკურსიას კახას საფლავზე, სოფელ თვრინში। ჩავატარებთ ასფალტზე ხატვას: ,,,ეს ჩემი საქართველოა''


მონაწილეთა ასაკი: –8–9წელი ।


ვადები, (მონაწილეობის დასაწყისი და შესაძლო დამთავრების

თარიღი)–სექტემბერი,
ოქტომბერი।

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კადრების ჩვენება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის სურათებიდან, ნახატების შესრულება თემაზე: ,,არგვინდა ომი'', ,, მე მიყვარს ჩემი სამშობლო'', მსოფლიოს ბავშვთა ნახატების დათვალიერება ამავე თემაზე ინტერნეტის საშვალებით। სამშობლოსათვის თავდადებული გმირების გახსენება შესწავლილი მასალებიდან,

მოსალოდნელი შედეგები: ა) მოსწავლეთა პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება მრავალმხრივი აქტივობების საფუძველზე
ბ)გუნდური მუშაობისას გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების, სამუშაოს დაგეგმვისა და ფუნქციების განაწილების უნართა განვითარება,
გ) პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარჩვევათა განვითარება।
დ) მოსწავლეთა ნამუშევრებზე მსჯერლობისა და დიალოგური კულტურის უნარტა ფორმირება,
ე) მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, მათში სამშობლოს სიყვარულის გაღვივება,გმირობისა და ვაჟკაცობის გრძნობის განცდა।

სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას პოლიტიკური თვალსაზრისით,და სამაჩაბლოში არსებული მდგომარეობის მიზეზებს, დარწმუნდებიან, რომ არაფერი არ იკარგება უკვალოდ, ,რომ სამშობლო არ ივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, პატრიოტიზმის თემაზე ანდაზებისა და აფორიხმების შესწავლა, გმირების გაცნობა–გახსენება।

სამუშაო ენა: ქართული।

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება।

პროექტის ფასილიტატორი ნინო ხომასურიძე
ალავერდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი।
ეl
პროექტის ფორუმი

პროექტის ვებ–ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий