პროექტის სახელი: შემოდგომა საქართველოში
პროექტის მოკლე აღწერა: შემოდგომისათვის დამახასიათებელი თვისებების, TTTავისებურებების, შრომა–საქმიანობის გაცნობა სოფლად და ქალაქად।
პროექტის სრული აღწერა: შემოდგომის თემარტური ციკლის შესწავლის შემდეგ კლასში შემომაქვს წინადადება მოვახდინოთ თემის სრული განხილვა–შეჯამება। რასაც დავასრულებთ სასკოლო ზეიმით ,,შემოდგომა საქართველოში'' მოსწავლეებმა სიხარულით აიტაცეს წინადადება და შევუდექით საქმეს, პირველ რიგში გავინაწილეთ დავალებები: კერძოდ, კლასგარეშე ლიტერატურიდან შეისწავლონ ლექსები, გამოთქმები, ანდაზები და სიმღერები შემოდგომაზე შექმნან ნახატები, ნაძერწები, აპლიკაციები। ზეიმის დასრულების შემდეგ მოაწყონ გამოფენა– გაყიდვა შემოდგომის ნობათისა და აღებული ტანხით შეიძინონ კლასში გამოსაყენებელი ნივთები।კლასის მხატვარს– თამუნას დაევალა მოსაწვევი ბარათების დამზადება სტუმრებისათვის, მას დაეხმარებიან გაგა და საბა। იმერეთს წარმოადგენენ საბა, გვანცა და ქრისტინე, გურია –სამეგრელოს ლუკა, გიორგი და გაგა, ქართლ–კახეთს მანანა, გიორგი, გუგა და ტამარი, რაჭას– ქრისტინა, აფხაზეთს –ნიკა।
მონაწილეთა ასაკი–8–9წელი।
ვადები,მონაწილეობის დაწყებისა და შესაძლო დამთავრების დრო –ოქტომბერი–ნოემბერი।
პროექტის შესაზლო აქტივობები კლასში; შემოდგომის თემაზე ნახატების , ნაძერწების, აპლიკაციების დამზადება, ელენე ახვლედიანის, გიორგი თოთიბაძის, ვან გოგის, ისააკ ლევიტანის, ვასილ პოლენოვის სურათების დათვალიერება–განხილვა।ინტერნეტის საშვალებით ბავშვთა ნახატების დათვალიერება।
მოსალოდნელი შედეგები;
ა) მისწავლეტა პრაქტიკული უნაეჩვევების განვითარება მრავალმხრივი აქტივობების საფუძველზე।
ბ) შემოდგომისათვის დამახასიათებელ თვისებებზე( დღის ხანგრძლივობა, ამინდი და შრომა–საქმიანობის გაცნობა)
გ) პოეტური ტექსტის აღქმა,მხატვრულ სახეებზე დაკვირვება, წაკითხულის დაკავშირება ილუსტრაციასთან,ფერწერულ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება।
დ)მხატვრის მიერ შექმნილი ილუსტრაციების შეფასება , ცნობილიმხატვრებისა და მოსწავლეტა ნამუშავრებზე მსჯელობის, დიალოგური კულტურის უნართა ფორმირება।
ე) წაკითხული ნაწარმოების მიხედვით ილუსტრაციის შექმნის, პეიზაჟების ჩახატვის , აპლიკაციის კეთება।
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან შემოდგომაზე საქარტველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელ შრომა–საქმიანობას, შეისწავლიან ლექსებს, სიმღერებს ।
სამუშაო ენა – ქართული
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება।
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხომასურიძე, ზესტაფონი, ალავერდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი। ელ। ფოსტა;
პროექტის ფორუმი;
პროექტის ვებ–ბლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий